იაპონელებმა „გონიერი ყურსასმენები“ შექმნეს

Written By giorgi on 06.02.2012 | 13:06


იაპონელმა მკვლევარებმა სტერეოფონური ყურსასმენები წარმოადგინეს, რომლებიც არ არის გაყოფილი „მარჯვენა“ და „მარცხენა“ ყურებად. გამოცემა New Scientist–ის ინფორმაციით, ერთ–ერთ მათგანში სპეციალური მოწყობილობაა ჩამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლის ყურის ნიჟარამდე მანძილს ზომავს.

ზომის საფუძველზე კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომელ ყურში მდებარეობს თითოეული სადები, და აუდიოარხებიც შესაბამისად ნაწილდება.
მოწყობილობას შეუძლია გამოავლინოს სიტუაცია, როდესაც ყურსასმენების წყვილს ორი ადამიანი გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში არხები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის და თითოეული მომხმარებელი მუსიკალური ნაწარმოების „სრულფასოვან“ ვარიანტს ისმენს.
მოწყობილობას Universal Earphones–ი („უნივერსალური ყურსასმენები“) ეწოდება და მის შესახებ ავტორები უფრო დეტალურად ისაუბრებენ კონფერენციაზე Intelligent User Interfaces–ი, რომელიც ლისაბონში თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.
ავტორთა გეგმებში ასევე შედის ისეთი ყურსასმენების გამოშვება, რომელთა ყურებიდან გამოღების შემდეგ მუსიკა ავტომატურად პაუზდება.