Ferrari-ის სტილში შესრულებული Jeep Grand Cherokee SRT8

Written By giorgi on 07.02.2012 | 08:43

ეს გახლავთ ახალი Jeep Grand Cherokee SRT8-ის სპეციალური ვერსია რომელიც გაკეთებულია Ferrari-ის სტილში, ავტომობილი შეიქმნა Formula 1-ის 2 ვარსკვლავისთვის  ფერნანდო ალონსოსთვის და ფელიპე მასასთვის შესაბამისად სულ შეიქმნა აღნიშნული ავტომობილის მხოლოდ 2 ეგზემპლიარი. ავტომობილის ექსტერიერი არის Rosso Corsa-ს ფერში შესრულებული, დაყენებული აქვს მასიური უკანა ბამპერი უყენია სპოილერი სახურავზე,  გამოყენებულია ექსკლიუზიური მასალები გამოყენებულია კარბონიც ასასთან ავტომობილს ამშვენებს 20 დიუმიანი დისკები.
გარდა ექსტერიერისა ინტერიერიც Ferrari-ის სტილშია მაგალითად წითელი ფერის ტყავი. ძრავის ხელუხლებელია 6.4-ლიტრიანი HEMI® V-8  ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 468 ცხენის ძალას და 624 ნიუტონ მეტრს, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ლიმიტირებულია 257 კმ/სთზე ხოლო 100 კმ/სთ ანვითარებს 5.0 წამზე ნაკლებ დროში. გარდა სპეციალურად Ferrari-ის სტილში შექმნილი Jeep Grand Cherokee SRT8-ისა ცნობილი ხდება რომ ეს 2 ავტომობილი იქნება პირველი ახალი თაობის Jeep Grand Cherokee SRT8 რომელიც მოხვდა ევროპაში, აქვე გავრცელდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია Jeep Grand Cherokee SRT8 გაყიდვებს ევროპულ ბაზარზე დაიწყებს 2012 წლის მაისიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ რაც ამერიკულ ბაზარზე გაყიდვაში გამოვიდა ზემოთ ხსენებული ავტომობილი.
Ferrari არის სუპერქარების მწარმოებელი ბრენდის ეტალონი ერთერთი საუეთესო, Jeep კი გახლავთ ლეგენდარული ყველგანმავლების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Ferrari-ის სტილში შექმნილი Jeep Grand Cherokee SRT8 კი არ არის პირველი პრეცენდენტი როდესაც Ferrari-იმ და Jeep-მა საერთო ავტომობილი შექმნა ჯერ კიდევ 1969 წელს შეიქმნა ავტომობილი დასახელებით Jerrari  Ferrari-ის და Jeep-ის საერთო პროექტი რეალურად კი ეს იყო:  Jeep Wagoneer რომელმაც მიიღო ძალიან ბევრი რამ მიიღო Ferrari 365-ისგან რაც მთავარია ძრავი, კიდევ ერთი ეგზემპლიარი შეიქმა 1977 წლეს Jeep Wagoneer-მა ამ შემთხვევაში კი უკვე ავტომობილმა მიიღო Ferrari-ის V12  ძრავი.
1969 წელს გამოსული ეგზემპლიარი უცნობი კოლექციონერის ხელშია ხოლო  1977 წელს გამოსული ეგზემპლიარი ამ დრომდე  ნევადის შტატის საავტმობილო მუზეუმში აყენია. უნდა აღინიშნოს ისიც რომ არც 1977 წელს და არც 1969 წელს Ferrari-ის  Jeep-თან საერთო არაფერი არ ჰქონია უბრალოდ შექმნეს ზემოთ ხსნენებული ავტომობილები,  დღეს კი Ferrari-იც და Jeep-იც Fiat S.P.A.-ის მფლობელობაშია.  რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს Maserati Kubang ეს ყველგანმავალი ახლახან შეიმქნა სწორედ რომ Jeep Grand Cherokee-ის ბაზაზე Maserati-ის ყველა მოდელს  კი დაახლოებით 15 წელია რაც Ferrari-ის ძრავი უყენია, შესაბამისად Maserati Kubang-იც  Ferrari-ის ძრავს მიიღებს.





08:43 | 0 коммент. | Read More

ააკაშვილმა პედიატრი ირაკლი ციციშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი პედიატრი ირაკლი ციციშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ირაკლი ციციშვილი 88 წლისაა და ექიმობის 65 წლის სტაჟი აქვს. პრეზიდენტის თქმით, მას დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობების აღზრდაში და ირაკლი ციციშვილის პაციენტი თავადაც იყო.

„ირაკლი ციციშვილს ქართული საზოგადოებისთვის წარდგენა არ სჭირდება, რადგან ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მას კარგად იცნობს. მახსოვს, რამდენიმე წელი ვავადმყოფობდი, ხან რა დიაგნოზი დამისვეს, ხან რა, ჩამოწერილი ვყავდი უკვე და ექიმები მირჩევდნენ, რომ კარგად შეფუთეთ და საწოლიდან არ ააყენოთო. ბოლოს ბატონ ირაკლისთან რომ მიმიყვანეს, თქვა, მკურნალობა კარგია, მაგრამ ააყენეთ კიდეც, ისწავლოს, იმეცადინოს და სპორტზეც იაროსო. ეს არის ყველაზე სწორი. მინდა დიდ ქართველ მედიკოსს, ბავშვების გადამრჩენს და მთელი მთავრობის აღმზრდელს, საქართველოს გენოფონდის ღვაწლმოსილ დამცველს, ბატონ ირაკლი ციციშვილს, დიდ ქართველ პედიატრს გადავცე ბრწყინვალების ორდენი ჩვენი მადლიერებისა და მისი დიდი ღვაწლის ხაზგასმის ნიშნად, ქართული სახელმწიფოს მხრიდან", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისი პირადი ამბიციაა, რომ 2014-2015 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ევროპაში ერთ ერთი საუკეთესო იყოს. 
08:37 | 0 коммент. | Read More

პროკურატურა "კოსტა კონკორდიას" კაპიტნისთვის 2697-წლიან პატიმრობას ითხოვს

იტალიის პროკურატურა ზღვაში ჩაძირული ლაინერ "კოსტა კონკორდიას" კაპიტან, ფრანჩესკო სკეტინოსთვის 2697-წლიან პატიმრობას ითხოვს.

როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, სააპელაციო სასამართლოზე პროკურორებმა კაპიტანის პატიმრობა გაუფრთხილებლობის გამო 15 წლით, გემის ჩაძირვისთვის 10 წლით და თითოეული დაღუპული მგზავრისთვის 8 წლით მოითხოვეს. საერთო ჯამში სასჯელმა 2697 წელი შეადგინა.

პროკურორმა სკატინოს შიდა პატიმრობის ნაცვლად, ციხეში გადაყვანაც მოითხოვა. იტალიის სანაპიროსთან "კოსტა კონკორდიას" კატასტროფას 17 მგზავრი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"
08:36 | 0 коммент. | Read More

სარკოზი მუშების ნაცვლად, დაქირავებულ მსახიობებს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თაღლითურ მაქინაციებში ადანაშაულებენ. სარკოზის ხშირად საყვედურობდნენ იმის გამო, რომ მას მხოლოდ მაღალი კლასის წარმომადგენლებთან აქვს ურთიერთობა და უბრალო ხალხს არ უსმენს. იმიჯის გამოსწორებისა და რეიტინგის გაზრდის მიზნით, პრეზიდენტი ამ დღეებში ქალაქ მენესის მშენებლებს შეხვდა. 

მენესის ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე პრეზიდენტის გამოჩენისთანავე, მის გარშემო ასზე მეტი შავკანიანი მუშა შეიკრიბა. სარკოზი მათ გაესაუბრა და წარმატებული მშენებლობა უსურვა. თუმცა მოგვიანებით, პრეზიდენტის მოწინააღდეგეებმა განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა - წინასწარ დადგმული იყო, მშენებლების ურავლესობა კი დაქირავებული მსახიობები იყვნენ.

"ჩვენ გვიბრძანეს დიდი რაოდენობით ხალხი შეგვეკრიბა. იძულებულნი გავხდით 60 კაცის ნაცვლად, რომლებიც მშენებლობაზე ყოველდღიურად მუშაობენ, 120 კაცი მოგვეგროვებინა. მრავალ მათგანს საერთოდ არ ვიცნობდით", - განაცხადა სამშენებლო კომპანიის ანონიმურმა წარმომადგენელმა. 

როგორ მოგვიანებით გაირკვა, სარკოზის სტუმრობის დღეს, ძლიერი ყინვის გამო, სამშენებლო სამუშაოები საერთოდ შეჩერებული იყო.

"გვითხრეს მოედანზე გავსულიყავით და პრეზიდნეტს მივსალმებოდით. მითითების შესაბამისად, პრეზიდენტთან თავაზიანად უნდა გვესაუბრა და მისთვის აღფრთოვანებით გვემზირა", - იხსენებს იგივე თანამშრომელი.

თუმცა პიარ-სვლა, რომელსაც უნდა წარმოეჩინა, რომ სარკოზი უბრალო ადამიანებთან ურთიერთობას არ თაკილობს, წარუმატებელი აღმოჩნდა. "სარკოზის საუკეთესო რეჟისურისთვის "ოსკარი" უნდა გადაეცეს", - ღიმილით აღნიშნა დეპუტატმა კლოდ ბარტოლონმა.

ელისეს სასახლეში მაქინაციის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ "ამით მათ ხალხს მშენებლობაზე მუშაობის სტიმულს აძლევენ". 

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.
08:35 | 0 коммент. | Read More

სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება


სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში 1 632 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს - საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს.
ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში ითვლება, რომ თუ სურსათზე დახარჯული თანხა საერთო შემოსავლის მესამედზე მეტია, მაშინ ეს ოჯახი ღარიბია.
არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყანაში სიღარიბის დონეს ადგენენ. ერთ-ერთია საარსებო მინიმუმის საშუალო ხელფასთან თანაფარდობა. ასეთ ქვეყნებში ღარიბად ითვლება ის, ვისი საშუალო ხელფასიც საარსებო მინიმუმის ნახევარს ან ნაკლებს შეადგენს. ჩვენთან კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ის ადამიანები, ვისაც რეალური შემოსავალი არ აქვთ, სახლში კი ნაჩუქარი სატელიტური ანტენა უყენიათ, შეფასების მაღალ მაჩვენებელს იღებენ.
2011 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ხორცი, საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს თან არ ახლავს ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია, ასეთ ვითარებაში ვერ იქნება საუბარი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაჯანსაღებაზე.
ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, დღეს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს და ის უკვე წლებია სისტემატურად იზრდება.
ექსპერტ ავთო სილაგაძის შეფასებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება, რთულია იმის დაჯერება, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება.  
2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 150 ათასი ადამიანით შემცირდა. თუმცა, სპეციალისტების გათვლებით, ეს მაჩვენებელი არარეალურია, რადგან დათვლის მეთოდიკაში ინფლაციის მაჩვენებელი განსაზღვრული არ არის. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არსებულ ინფლაციაში 30-40% სასურსათო კალათაზე მოდის, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე საუბარი არარეალურია.
08:32 | 0 коммент. | Read More

ახალი ძრავით: Mitsubishi Shogun "Black" 2012

Written By giorgi on 06.02.2012 | 16:23

Mitsubishi-იმ სპეციალურად დიდი ბრიტანული ბაზრისთვის შექმნა  Shogun "Black", Mitsubishi Shogun იგივეა რაც Pajero  და Montero ზოგ ქვეყანაში ბრიტანულ ბაზარზე Mitsubishi Shogun ქვია. რაც შეეხება Mitsubishi Shogun "Black"-ს  ეს არის ლიმიტირებული სერია რომელსაც სახელწოდება ფერთა შეხამების გამო ეწოდა იარსებოებს ექსტერიერის რამოდენიმე ფერი ყინულივის თეთრი (Solid),  მუქი ვერცხლისფერი (Metallic), ბრილიანტის შავი (Pearlescent), ორიენტის წიტელი (Metallic) და  გრანიტის ყავისფერი (Metallic). ძრავს რაც შეეხება ეს არის ახალი (მხოლოდ 2012 წლიდან)  Shogun SG4 LWB 3.2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 197 ცხენის ძალას და 441 ნიუტონ მეტრს. გარდა ფერებისა ავტომობილი მიიღებს, 20 დიუმიან დისკებს  პატარა სპოილერს, გრილს, და კიდევ რამოდენიმე ატრიბუტს რაც სპორტულ იერს ქმნის. ინტერიერში ყველაფერია  მაღალი ხარისხის ტყავი, კომუნიკაციის სისტემები, ნავიგაცია, IPod და ასე შემდეგ.  ავტომობილის ფასი 41,999 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგს შეადგენს ავტომობილიო უკვე გაყიდვაშია.
16:23 | 0 коммент. | Read More

საქართველო-გერმანიის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

გერმანიაში, მიმდინარე კვირას საქართველო-გერმანიის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. როგორც დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება.

ვაშაკიძის თქმით, კონსულტაციებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სერგი კაპანაძე და თორნიკე გორდაძე მიიღებენ მონაწილეობას.
„განხილული იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები", _ განაცხადა ვაშაკიძემ.
16:21 | 0 коммент. | Read More

ბაქრაძე ირანის კონფლიქტში საქართველოს მონაწილეობაზე კითხვებს ჰიპოთეტურს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ირანსა და აშშ-ის შორის შესაძლო კონფლიქტის და მასში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წარმოშობილ კითხვებს ჰიპოთეტურს უწოდებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვერ დაადასტურებს ინფორმაციას, რომ თუ ირანთან დაკავშირებით გაერო რეზოლუციას მიიღებს, საქართველოც ვალდებულია, რეზოლუცია შეასრულოს და ვერც იმას იტყვის, თითქოს ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა არც საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის და არც ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დროს. 
„რაც შეეხება ასეთ ჰიპოთეტურ კითხვას - რა მოხდება, თუ იქნება კონფლიქტი და თუ ამ კონფლიქტში გაერო მიიღებს შესაბამის რეზოლუციას, ასეთ კითხვებზე, როგორც წესი, პასუხს არ ცემენ და არც მე გავცემ. თუმცა, ისევ ვიმეორებ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
16:21 | 0 коммент. | Read More

Microsoft Office Professional Plus 2010 (x32/RUS)

წელი: 2010
პლატფორმა: Windows XP (SP3-x32), Windows Vista SP1 (x32 ან x64), Windows Server 2003 R2 (x32 ან x64) უკვე დაინსტალირებული MSXML 6.0, Windows Server 2008 (x32 ან x64), Windows 7 (x32 ან x64)
პროგრამის გამშვები (კრეკი): ლიცენზიის ნომერი მოყვება კომპლექტში
ინტერფეისის ენა: რუსული
ფაილის ზომა: 611 Mb
Microsoft Office Professional Plus 2010 საშუალებას იძლევა პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან ვებ-ბრაუზერის დახმარებით ხარისხიანად შეასრულოთ სამუშაო, თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად. მოცემული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა მაქსიმალურ რეოკუპირებულ კაპიტალდაბანდების მიღწევის საშუალებას, სერვერთან დაკავშირების შესაძლებლობას ნაცნობ და ინტუიციურად გასაგებ დანართებთან. Office Professional Plus 2010 - უბრალო, ეფექტური და ეკონომიური დროის საშუალება, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ აკეთოთ ყველაფერი ნაკლები ძალისხმევით. შეიძლება ითქვას, რომ აქ წარმოდგენილია პროდუქტის ფინალური ვერსია.

16:18 | 0 коммент. | Read More

Adobe Photoshop CS5.1 Extended 12.1.0


წელი: 2010
შექმნელი: Adobe
პლატფორმა: Windows® 2000/XP/Vista/7
ინტერფეისის ენა: ინგლისური, რუსული
აქტივაციას: არ საჭიროებს
ფაილის ზომა: 1,56 Gb
კომპანია Adobe წარმოადგენს დიდ და ერთერთ უძლიერეს კომპანიას მსოფლიოში, რომლის ყველაზე პოპულარული პროგრამაა გრაფიკული რედაქტორი Adobe Photoshop. კომპანია Adobe Systems Incorporated (Nasdaq:ADBE) წელს შექმნა პროგრამის უახლესი ვერსია Adobe® Photoshop® CS5 და Photoshop CS5 Extended. პროგრამის გამოცემით კომპანია აგრძელებს ინოვაციის და ლიდერობის მდიდარ ისტორიას, ის თავაზობს მომხმარებლებს რევოლუციურ ფუნქციონალურობას მწარმოებლურობის ასამაღლებლად და შემოქმედებითი პროცესის ოპტიმიზაციისათვის. ახალ ვერსიაში დამატებულია Adobe Labs-ის უფრო მეტი ტექნოლოგიური მიღწევები, ვიდრე სხვა ვერსიის პროგრამულ უზრუნველოფაშია. ამასთანავე წარდგენილია ფუნქციონალურობა ყოველდღიური დავალებების ამოსახსნელად, Photoshop-ის მომხმარებლების გაერთიანებული მოთხოვნით. ახალი პროდუქტი ფლობს განვითარებულ ლოგიკურ ფუნქციონალურობას, გამოსახულების შინაარსის ცნობის შესაძლებლობით და საშუალებას იძლევა მაუსზე რამოდენიმეჯერ თითის დაწკაპუნებით, შეასრულოთ რთული მანიპულაციები.

სისტემური მოთხოვნილებები:
-ოპერაციული სისტემა: 32 ბიტიანი Microsoft® Windows® XP Service Pack 3; Windows Vista® Home Premium, Business, Ultimate ან Enterprise Service Pack 1 (რეკომენდირებულია Service Pack 2) ან Windows 7
-პროცესორი: Intel® Pentium® 4 ან AMD Athlon® 64
-ვიდეო კარტა: 256 მბ. მონიტორის რეზოლუციით 1024×768 (რეკომენდირებულია 1280×800), OpenGL 2.0 მხარდაჭერით
-ოპერატიული მეხსიერება: 1 გბ.
-GPU-ს რამოდენიმე ფუნქცია გრაფიკის ასასწრაფებლად საჭიროებს Shader Model 3.0 ან OpenGL 2.0-ს
-პროგრამული უზრუნველყოფა QuickTime 7.6.2, აუცილებელია მულტიმედიური ფუნქციებისათვის
-თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 1 გბ.
-თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 1 

16:16 | 0 коммент. | Read More

როგორ დავწეროთ CV


CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა.
შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.
სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:
* პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. “საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება”, “მაჩვენებლის ცოტათი მომატება” და მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველი “გაძლიერება” ნიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი და “სუსტი” მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.
* კომპაქტურობა: სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიერო-კვლევითი/ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა.
* ადეკვატურობა: შეუძლებელია ყველა საპროგრამო/საგრანტო/სასტიპენდიო განაცხადისათვის შესაფერისი ერთი სტაბილური ფორმატის მქონე რეზიუმე გქონდეთ. მისი მუდმივი მოდიფიცირება მიზანშეწონილია როგორც პირადი წინსვლის და ბიოგრაფიის გამდიდრების, ასევე კონკრეტული შემთხვევის (მიზნის, პროგრამის) შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში იქონიეთ შედარებით ნაკლებად გადამწყვეტი ინფორმაციის მატარებელი ერთეულების CV-დან ამოღების შესაძლებლობა. მაგ. თუ CV-ის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილ განაცხადს ურთავთ, არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მიუთითოთ, რომელი დაწყებითი/საშუალო სკოლა დაამთავრეთ – იმთავითვე იგულისხმება, რომ სკოლა დამთავრებული გაქვთ (თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საშუალო განათლების მითითება უხეში შეცდომაა!). მთავარია უკანა რიგით შემდგომი, წარმატებით დაძლეული საფეხური და შესაბამისი (მაგ. ბაკალავრის) დიპლომი მიუთითოთ (შესაბამისი სპეციალობის სრული და ზუსტი დასახელების მითითებით. იხ. შაბლონი).
* თანმიმდევრულობა და გამართული სტრუქტურა: როგორც აღინიშნა, უნივერსალური წესები არ არსებობს, თუმცა შეთანხმებული (კონვენციური) ფორმების გამოკვეთა შეიძლება, გამომდინარე CV-ის სტრუქტურის ერთეულების პრიორიტეტულობიდან (მაგ., ბუნებრივია, პირველ რიგში იწერება პირადი, ძირითადი ინფორმაცია (სახელი, მისამართი, მოქალაქეობა და ა.შ., ხოლო შემდეგ დანარჩენი), შეგიძლიათ დაიხმაროთ შაბლონი (MS/Word), თუმცა ნიმუშის გაცნობისას, ამავე დროს, პრაქტიკულია, გაითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ კითხვებს უფრო გასცემს პასუხს:
ა) პირადი ცნობები
- მოქალაქეობის გრაფაში მითითების სწორი ფორმაა Georgia (და არა Georgian).
- მიუთითეთ მუდმივი საცხოვრებლის მისამართი (საფოსტო ინდექსითურთ), მაგრამ თუკი განაცხადზე პასუხის მიღების ვადებში/ხანგრძლივად სხვაგან დაბინავდებით, ხოლო კორესპონდენციის ფორმა არაელექტონული, ტრადიციული ფოსტაა, მიზანშეწონილია ასევე დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითებაც. მისამართის მითითების წესი და თანმიმდევრობა: ნომერი (ქუჩის), ქუჩის სახელი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia ან ქუჩის სახელი, ნომერი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia. მაგალითად: 3 Gotua Street, 0160, Tbilisi Georgia… ან Gotua Street 3, 0160, Tbilisi Georgia. რაც შეეხება გრძელ მისამართებს, ისეთს როგორიცაა მაგ. დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე12 კორპუსი, ბინა 24, 0159, თბილისი საქართველო… ამის ინგლისური ვარიანტი იქნება, პირდაპირი თარგმანი, რადგან მსგავსი მისამართები დასავლეთში არ არის… ანუ Digmis Masivi, Quart III, Build. 12, Apt. 24, 0159, Tbilisi, Georgia ან უფრო მოკლედ:Digomi III-XII-12. Tbilisi, Georgia 0159.
- მიღებული სტილი: კარგი იქნება, თუ ამ პირველ სექტორს (“პირადი ცნობები”) შედარებით პატარა ზომის ფონტით შეავსებთ, ანუ გამოყოფთ სხვა სექტორებისგან, ხოლო, ამავდროულად, სახელს და გვარს მსხვილი შრიფტით (Bold) აკრიფეთ.
- თუ CV-ის ზომის მაქსიმალურად დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათ სათაურად ატანილი Curriculum Vitae წაშალოთ. სტრუქტურის გამართულუბის შემთხვევაში, კომპეტენტური პირი თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდება, რა სახის დოკუმენტთან აქვს საქმე. შესაბამისად, ამის ნუ შეგეშინდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ მცირეფექტიანი, პატარა ტექნიკური ხერხია, ისევ და ისევ: ყურადღება მიაქციეთ, რომ CV არ იყოს თხრობით, ნარატიულ სტილში, პირველ პირში მოთხრობილი ტრადიციული ქართული (საბჭოთა) ფორმატის ბიოგრაფია – ამით მისი სიგრძე უსაშველოდ გაიზრდება, და, რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ არც არავინ წაიკითხოს – ფორმატის დარღვევა უხეში შეცდომაა.
ბ) განათლება
თქვენი მომავალი CV განკუთვნილია იმ ადამიანისთვის, ვისაც, პირველ რიგში ევალება თქვენი განათლების დონის შეფასება. შესაბამისად, ეს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რეკომენდებულია ერთეულების ქრონოლოგიური უკუსვლით ჩამოწერა (ყველაზე გვიანი ზემოთ. იხ. შაბლონი) და რაც მთავარია, ამგვარი (ან თუნდაც საპირისპირო) სტილის ერთგვაროვნების ყველგან დაცვა.
გ) “წარმატებები და გამოცდილება”
“წარმატებებისა და გამოცდილების” სექტორი შეგიძლიათ ორად გაყოთ, გააჩნია, როგორ გაწყობთ. თუ ბევრი არაფერი გაქვთ საწერი ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, სჯობს, “გაამსხვილოთ” ერთ კატეგორიაში, როგორც აქ არის ფორმულირებული. პრიზები, ე.წ. “დიპლომები”, სერთიფიკატები (არა ენაში კომპეტენციის!), ექსპედიციები (მხოლოდ რელევანტური! არავის აინტერესებს, გასართობად სად იბანაკეთ!), ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები ამ სექტორში შეიტანეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოთ (მიღების დრო, ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორი).
- როგორც წესი, მიღებულ სტიპენდიებსაც აქ წერენ, თუმცა პირადად მე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სასტიპენდიო პროგრამები საგანმათლებლოა და აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მოპოვებით სრულდება, მათ შესახებ ინფორმაცია “განათლების” სექტორში მაქვს ინტეგრირებული.
- CV-ს გარკვეულწილად გააძლიერებს შემდეგი მიდგომა: ყველანაირი მიღებული გამოცდილება (ოლიმპიადა, შეჯიბრი და ა.შ.) ყოველთვის “ტრიუმფალური” და “მედლიანი” ვერ იქნება; ნურც მონათლავთ ასეთად, მაგრამ ნურც დააკნინებთ – გამოცდილება და პრაქტიკის გავლა ყოველთვის პოზიტიურია და თუკი რამ გაქვთ, გამოყავით ცალკე “გამოცდილება” და დაწერეთ! CV უნდა იყოს გამოცდილებით და პარქტიკით უხვი და არა “სუპერმენის” ბიოგრაფია; დაივიწყეთ მცდელობა, თავი წარმოაჩინოთ იმაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ პიროვნებად, ვიდრე თქვენი ფორმალური სტატუსი ამას მოითხოვს. ეს შეეხება სამუშაო გამოცდილებასაც – ამ შემთხვევაში თითქმის არ არსებობს “არაპრესტიჟული სამსახური”, ყველანაირი სამსახურეობრივი, თუნდაც დროებითი გამოცდილება ვერ იქნება პროფესიული, პრაქტიკული კომპეტენციის მანიშნებელი და ამას არც არავინ ელის ახალგაზრდა სტუდენტისგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს კონკურსის დროს ქართულ დიპლომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
დ) extracurricular activities
შემდეგ სექტორად გამოყოფენ ე.წ. extracurricular activities, ანუ იმ საქმიანობას, რაც სცდება ფორმალურ სასწავლო პროცესს და გულისხმობს ინტელექტუალურ, შემოქმედებით, საზოგადოებრივ აქტივიზმს. ეს განსაკუთრებით მომგებიანია ხოლმე სამუშაო განაცხადისათვის, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არც სწავლის გაგრძელების მოსურნეს დაახასიათებს ცუდად. ამით საშუალება მიეცემა მკითხველს, შთაბეჭდილება შეექმნას თქვენზე, როგორც საზოგადოებრივად აქტიურ, ინიციატივიან, პერსპექტიულ ახალგაზრდაზე, რომელზეც იმედების დამყარება შეიძლება. რაღა თქმა უნდა, ეს სექტორიც შეიძლება გაერთიანდეს “წარმატებებისა და გამოცდილების” ან თუნდაც “ჰობის” ნაწილთან, თუმცა, სასურველია, ცალკე იყოს.
ე) უცხო ენები
ბოლო წლებში უცხო ენაში კომპეტენციის გასარკვევად თვითშეფასებისთვის სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. ძირითადად, ეს სფერო სერთიფიცირებულია და, რა ხანია საერთაშორისო სტანდარტიზაციის გზას ადგას. იშვიათ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სერთიფიკატის სპეციფიკური დონე არ არის მოთხოვნილი ან/და ენაში ტესტირება მხოლოდ საბუთების გადარჩევის შემდეგ გელით, ამავდროულად კი CV-ის კონკრეტული შაბლონი კონკურსის ორგანიზატორების მიერ არ არის მოწოდებული, სადაც ყველანაირი შეფასების გრაფა (და შესაბამისი ფორმატი და სტილი) მოცემულია, მაშინ შეაფასეთ თქვენი თავი პირობითი/ზოგადი სკალირების რამოდენიმე დონით (beginner/conversational, intermediate, advanced, fluent ან ეკვივალენტური, სტანდარტული დახასიათებით).
შაბლონში მოცემულა თვითშეფასების სპეციალური მოდელი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაჰყევით იქვე მითითებულ ბმულს.
და ა.შ…
ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები ძირითადი და აუცილებელია. როგორც წესი, სპეციალური უნარ-ჩვევების (კომპიუტერის ფლობა და ა.შ.) და ჰობის განყოფილებათა დართვა მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური არჩევანის საგანია, ამავდროულად, როგორც წესი, რეკომენდებული და სასურველი. ერთადერთი ამოცანაა, ამ საქმეშიც რაციონალურობა გამოიჩინოთ და განაცხადის მიზნებთან მაქსიმალურად ახლოს დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოთ. მაგალითად, Windows-ის საოფისე პროგრამების კარგად ფლობა, აკადემიური წერის დასავლური სტანდარტების ცოდნა და ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქ მხოლოდ საქმეს წაადგება; პერსონალური ჰობის მითითებისას პრიორიტეტი (რა თქმა უნდა, რეალობის შესაბამისი) ისეთი საქმიანობის აღნიშვნას მიანიჭეთ, რომელიც სტერეოტიპულ პოზიტივზეა გათვლილი; მაგ. თუ ლუდის ბანკების კოლექციონირება და ჭადრაკის თამაში გიტაცებთ, იმთავითვე გასაგებია, რომელი უფრო შთამბეჭდავი იქნება ნუ დაწერთ, რომ “კითხვა გიყვართ”, ცოტათი დააკონკრეტეთ – სამეცნიერო თუ ბელეტრისტიკა… ან ერთი-ორი ჟანრი ახსენეთ, მოკლედ, თავად უკეთ იცით…
* სააპლიკაციო დოკუმენტების სისრულე: ეს საკითხი უშუალოდ CV-ის გამართულად და ხარისხიანად შედგენის ამოცანას არ ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ: რეზიუმე არ წარმოადგენს ე.წ. “სამოტივაციო წერილს”, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც წესი, სტანდარტული, მოთხოვნილი დოკუმენტია, სადაც უფრო დეტალურად, თხრობით და არგუმენტირებულ სტილში ასაბუთებთ თქვენს სურვილს (არა უბრალოდ სურვილს, არამედ იმას, თუ რატომ გსურთ – საფუძველს, მოტივაციას!), მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულ სასწავლო/საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამაში. თუ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამოტივაციო წერილი (motivation letter, cover letter) მიწოდების მოთხოვნა არ არის, 95%-იანი შანსია, რომ მისი გაგზავნა მართლაც არ იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონკურსო/საკომისიო პირისათვის/ჟიურისთვის ის იქნება არასასრუველი “მაკულატურა”. მაგრამ (!) დაბეჯითებით გირჩევთ, მრავალგზის გადაამოწმოთ მოთხოვნის პირობები. თუკი რამ გაეჭვებთ, პროგრამის საკონტაქტო პირთან ელ-ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია არასდროს არის წამგებიანი.
* დროის მენეჯმენტი: ყურადღება მიაქციეთ, რისთვის წერთ CV-ს! ვადები ყოველთვის დათქმულია, ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ. თუ ატყობთ, რომ, ჩვენი ბიუროკრატიის გადამკიდე, რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის (მაგ. დიპლომის და ნიშნების ფურცლის ნოტარიალურად დამოწმებული ასლის) დართვა სააპლიკაციო საბუთებში ვერ ესწრება, მიმართეთ სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამის კონკრეტულ საკონტაქტო პირს და ჩააყენეთ საქმის კურსში. როგორც წესი, კომპრომისზე მიდიან. თუკი შედარებით “ნაკლებად სასიცოცხლო” დოკუმენტების (სერთიფიკატების, კონკურსებში გამარჯვების მოწმობების და ა.შ.) დართვას ვეღარ ახერხებთ და მათი არარსებობა თქვენს CV-ის იმთავითვე არ “დაბრაკავს”, ამ დროს კი გაცილებით გადაუდებელი საქმე გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ – available at request.
სულ ეს იყო. ბუნებრივია, კიდევ ათასი დეტალია. ამ წერილის მიზანი მხოლოდ დამწყებთათვის დახმარების გაწევაა, მათთვის, ვისაც CV-ს მომზადების მცირე გამოცდილება აქვს.
გისურვებთ წარმატებებს!
სტატიის წყარო: ediscourse.wordpress.com


15:53 | 0 коммент. | Read More

ბიზნეს გეგმის შემადგენლობა



ნებისმიერი შემოთავაზებული ბიზნეს გეგმის ფორმა იძლევა მხოლოდ ზოგად წარმოდგენას. ყოველ ბიზნესს კი აქვს თავისებურებანი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება არსებობდეს ყოველი შემთხვევისათვის გამოსადეგი რაღაც სტანდარტული გეგმა. არსებობს ნებისმიერი ბიზნეს გეგმის შედგენის ერთი პრინციპი: ის ყოველთვის უნდა იყოს მოკლე. მართალია, ზოგჯერ პრობლემის ადეკვატურად ასახსნელად საჭიროა, უფრო ვრცელი მასალა, მაგრამ ამავე დროს მკითხველს არ უნდა შეუნელდეს ინტერესი, არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული. პროექტების უმრავლესობისათვის საკმარისია 10-20 გვერდის მოცულობა. წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შინაარსი არის მხოლოდ სქემა, ამიტომ საკუთარი ბიზნეს გეგმის შედგენისას ის თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ყველა მთავარი მომენტი მაინც უნდა აისახოს. ამიტომ მის შედგენას სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ.
1. რეზიუმე1.1 გეგმის მიზანი;
1.2 ფინანსირების საჭიროება, მისი დანიშნულება და მიზანი;
1.3 ბიზნესის და მისი სამიზნე მომხმარებლის მოკლე აღწერა;
რით განსხვავდება თქვენი ბიზნესი კონკურენტებისგან;
კონკრეტულად რამ უნდა აღძრას ნდობა თქვენი ბიზნესისადმი
(საანგარიშო მასალები, ხელმძღვანელის კვალიფიციურობა და ა.შ.);
ამონარიდები ძირითადი ფინანსური მონაცემებიდან.
2. მიზნები და ამოცანები.
2.1 იდეის ანალიზი
2.2 საქმიანობის ძირითადი მამართულებები და მიზნები;
2.3 წარმოების დარგების დახასიათება.
3. პროდუქტი (მომსახურება)
3.1  პროდუქციის (მომსახურების ) აღწერა და გამოყენება;
3.2 განმასხვავებელი ნიშან-თვისებები და უნიკალობა;
3.3 თქვენი ბიზნესისათვის საჭირო ტექნოლოგია და კვალიფიკაცია;
ლიცენზია/ საპატენტო უფლებები;
3.4 პოტენციალი.
4. ბაზრის ანალიზი
4.1 მყიდველი;
4.2 კონკურენტები (მათი ძლიერი და სუსტი მხარეები);
4.3 ბაზრის სეგმენტები;
4.4 ბაზრის ტევადობა და მისი ზრდის შესაძლებლობა;
4.5 შეფასებითი დონე ბაზარზე;
4.6თქვენი კლიენტურის შემადგენლობა;
4.7 კონკურენციის გავლენა
5. მარკეტინგული გეგმა
5.1 მარკეტინგული განლაგება (პროდუქციის /მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა)- პროდუქციის /მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების შედარება კონკურენტებისაზე?
5.2 ფასწარმოქმნა;
5.3 საქონლის გავრცელების სქემა;
5.4 გაყიდვების სტიმულირების მეთოდები.
6. წარმოების გეგმა
6.1 სათავსოების და ფართების განლაგება;
6.2 აღჭურვილობა;
6.3 ძირითადი მასალებისა და აღჭურვილობების მოწოდების
წყაროები;
6.4 ქვემოიჯარეების გამოყენება.
7. მმართველი პერსონალი
7.1 ძირითადი ხელმძღვანელი გუნდი;
7.2 მმართველი გუნდის ანაზღაურება /წახალისება;
7.3. პერსონალის შემადგენლობის რაოდენობის განსაზღრვის დასაბუთება.
8. საჭირო სახსრების მოცულობა და მიღების მოსალოდნელი წყარო
8.1 საჭირო სახსრების მოცულობა;
8.2 საიდან ვარაუდობთ ამ თანხის მიღებას, რა ფორმით და რა ვადებში;
8.3   თანხების დაბრუნების ვადები.
9. ფინანსური გეგმის ძირითადი პუნქტები და რისკების შეფასება.
9.1 გაყიდვების მოცულობა, მოგება, თვითღირებულება და ა.შ.
9.2 რისკი და მისი თავიდან აცილების ხერხები.
10. დეტალური ფინანსური გეგმა (ბიუჯეტი)
10.1 გაყიდვების მოცულობის პროგნოზი;
10.2  შემოსავლისა და ზარალის შეფასება;
10.3  ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი (პირველ წელს-ყოველთვიური,
შემდგომში-ყოველკვარტალური);
10.4 წლიური საბალანსო უწყისი.
15:50 | 0 коммент. | Read More

ელ. ბიზნეს წიგნები



წარმოგიდგენს საუკეთესო ბიზნეს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიას. კრებულში შესულია შემდეგი წიგნები რომლებშიც განხილულია თემები:

1-მარკეტნიგი
2-მენეჯმენტი
3-ეკონომიკური თეორია
4-ბიზნეს გეგმა
5-პრეზენტაცია
6-СV შექმნა
7-კოკურენცილი სტრატეგია
8-ეკონომიკური უსაფრთხოება
                        9-ბიზნესის დაწყების ფინანსური უზრუნველყოფა 
10-კონკურენცია
და უამრავი სხვა საკითხი.

ნაკრებში შესულია:

"წიგნი ბიზნესზე 1"(ქართულად)
"წიგნი ბიზნესზე 2"(ქართულად)
"წიგნი მარკეტინგზე"(ქართულად)
"ლექციები ბიზნესზე"(ქართულად)
"გრეგორ მენქიუ"(ქართულად)
"ლუი ამსტრონგი და ფილიპ კოლერი"(ქართულად და ინგლისურად)
"ფილიპ კოლერი ლექციები"(აუდიო ქართულად)
"ტესტები"(ქართილად)
"ადამ სმიტის თეორიები"(ქართულად)
"45 45-секундная презентация или уроки на салфетках." (რუსულად)

მე მომავალშიც შემოგთავაზებთ ბიზნეს წიგნებს და გამოსაგად სახელმძღვანელობსა, ჩანაწერებს, საჭირო მასალებს.




                                                    გადმოწერა
15:48 | 0 коммент. | Read More

ჟერარ დეპარდიე და იზაბელ აჯანი დომენიკ სტროს-კანის ისტორიის ეკრანიზაციაში

ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე ახალ ფილმში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, დომენიკ სტროს-კანს განასახიერებს. ფილმი სექს-სკანდალს შეეხება, რომელმაც მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება აიძულა. 

ამის შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Mond-ს ამერიკელმა რეჟისორმა, აბელ ფერერამ განუცხადა. მისი თქმით, სტროს-კანის მეუღლეს, ანა სინკლერს მსახიობი, იზაბელ აჯანი განასახიერებს. 

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, გადაღებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პარიზში გაიმართება. "ეს ფილმი ხელისუფლების მსხვერპლთა შესახებაა", - ამბობს ფერერა.

ფილმზე მუშაობის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ახლა თავად რეჟისორმა დაადასტურა, რომ გადაღებებს ივნისში დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მის პროდუსერულ კომპანია Wildbunch-ს პროექტის წარმატებაში ეჭვი ეპარება. 

ფერერას თქმით, 63 წლის დეპარდიე საფრანგეთის ქალაქ დოვილში, კინოფესტივალზე გაიცნო და მიხვდა, რომ ამ მსახიობს ყველა ის თვისება აქვს, რაზეც ნებისმიერი რეჟისორი იოცნებებდა. 

2011 წლის მაისში, დომენიკ სტროს-კანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, მის გარშემო აგორებული სექს-სკანდალის შემდეგ გადადგა, აშშ-ის პროკურატურამ პოლიტიკოსი სასტუმროს დამლაგებლის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით სტროს-კანს ყველა ბრალდება მოუხსნეს, თუმცა ამ სკანდალმა პოლიტიკოსს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა წაართვა. სკანდალამდე მას, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტ სარკოზის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდნენ.

მომზადებულია Le Mond-ს მიხედვით.
15:44 | 0 коммент. | Read More

ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ გადის


ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ გადის. ამის შესახებ commersant.ge-სთან თაფლის მწარმოებლები საუბრობენ, მიზეზად კი სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს  ასახელებენ.
,,სერთიფიკატის აღება ძალიან რთულია, იმისთვის, რომ თაფლი ექსპორტზე გაიტანო, სპეციალური, თაფლის გადამამუშავებელი ბაზის შექმნაა საჭირო,” - აცხადებს კომპანია ,,ფეფეს” დირექტორი გიორგი ტატიშვილი. თაფლის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა ,,ქესკიასაც”. კომპანიის დირექტორის ფრიდონ კოდუას განცხადებით, მართალია მათ პროდუქციის დიდი რაოდენობა აქვთ, მაგრამ რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
კომპანია უკვე დიდი ხანია თაფლის უცხოურ ბაზარზე გატანას ცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. ქართული თაფლის რეალიზაციის ფონზე კი ბაზარზე  იმპორტირებული თაფლის წილი იზრდება. 2010 წელს ქვეყანაში 20,1 ათას დოლარის ღირებულების თაფლი შემოვიდა, ხოლო 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 70 ათას დოლარს მიაღწია.
იმპორტირებული თაფლის წილის ზრდას შ.პ.ს ,,მეთაფლიას” დამფუძნებელი კახაბერ ზიქარაშვილი ასე ხსნის: ,,იმპორტირებული თაფლი გაცილებით იაფი ღირს, უცხოური კომპანიები უცხო ბაზრებზე თავის დამკვიდრებას სწორედ დაბალი ფასით ახერხებენ.”
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველომ 2011 წელს თაფლის ექსპორტი 60,8 ათას დოლარამდე გაზარდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 13,9 ათასი დოლარით აღემატება. ზირაქაშვილის განმარტებით, უცხოეთში ქართული თაფლი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ერთი კილოგრამი წაბლის თაფლის ფასი ქართულ ბაზარზე 14, 50 თეთრია, ხოლო სტამბულში 35 დოლარი.
15:41 | 0 коммент. | Read More