სარკოზი მუშების ნაცვლად, დაქირავებულ მსახიობებს შეხვდა

Written By giorgi on 07.02.2012 | 08:35

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თაღლითურ მაქინაციებში ადანაშაულებენ. სარკოზის ხშირად საყვედურობდნენ იმის გამო, რომ მას მხოლოდ მაღალი კლასის წარმომადგენლებთან აქვს ურთიერთობა და უბრალო ხალხს არ უსმენს. იმიჯის გამოსწორებისა და რეიტინგის გაზრდის მიზნით, პრეზიდენტი ამ დღეებში ქალაქ მენესის მშენებლებს შეხვდა. 

მენესის ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე პრეზიდენტის გამოჩენისთანავე, მის გარშემო ასზე მეტი შავკანიანი მუშა შეიკრიბა. სარკოზი მათ გაესაუბრა და წარმატებული მშენებლობა უსურვა. თუმცა მოგვიანებით, პრეზიდენტის მოწინააღდეგეებმა განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა - წინასწარ დადგმული იყო, მშენებლების ურავლესობა კი დაქირავებული მსახიობები იყვნენ.

"ჩვენ გვიბრძანეს დიდი რაოდენობით ხალხი შეგვეკრიბა. იძულებულნი გავხდით 60 კაცის ნაცვლად, რომლებიც მშენებლობაზე ყოველდღიურად მუშაობენ, 120 კაცი მოგვეგროვებინა. მრავალ მათგანს საერთოდ არ ვიცნობდით", - განაცხადა სამშენებლო კომპანიის ანონიმურმა წარმომადგენელმა. 

როგორ მოგვიანებით გაირკვა, სარკოზის სტუმრობის დღეს, ძლიერი ყინვის გამო, სამშენებლო სამუშაოები საერთოდ შეჩერებული იყო.

"გვითხრეს მოედანზე გავსულიყავით და პრეზიდნეტს მივსალმებოდით. მითითების შესაბამისად, პრეზიდენტთან თავაზიანად უნდა გვესაუბრა და მისთვის აღფრთოვანებით გვემზირა", - იხსენებს იგივე თანამშრომელი.

თუმცა პიარ-სვლა, რომელსაც უნდა წარმოეჩინა, რომ სარკოზი უბრალო ადამიანებთან ურთიერთობას არ თაკილობს, წარუმატებელი აღმოჩნდა. "სარკოზის საუკეთესო რეჟისურისთვის "ოსკარი" უნდა გადაეცეს", - ღიმილით აღნიშნა დეპუტატმა კლოდ ბარტოლონმა.

ელისეს სასახლეში მაქინაციის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ "ამით მათ ხალხს მშენებლობაზე მუშაობის სტიმულს აძლევენ". 

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.