ბოლო დღეების განმავლობაში BMW-მ რამოდენიმე ახალი მოდელი და მათი ფეისლიფტირებული ვერსია წარადგინა, ამჯეად კი თქვენს წინაშეა X6 M-ის ფეისლიფტირებული ვერსია. ავტომობილი რომელმაც ძალიან მცირედი ცვლილებები განიცადა, დამატებული აქვს ცხაური და დიოდის ახალი მაშუქები. ასევე მცირეა ცვლილებები ინტერიერშიც, რომელსაც მხოლოდ ახალი ტყავის და სხვა მასალები დაემატა.
ძალური დანადგარის სახით ავტომობილს გააჩნია ორმაგად ტურბირებული 4,4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავი, რომელიც მაქსიმალურ 555 ცხენისძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი სიმძლავრის და 6 საფეხურიანი M Sport ავტომატური კოლოფის დახმარებით 0-100 კმ/სთ-მდე 4,7 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ.შეზღუდულ 250 კმ/სთ-ს.






