ბაქრაძე ირანის კონფლიქტში საქართველოს მონაწილეობაზე კითხვებს ჰიპოთეტურს უწოდებს

Written By giorgi on 06.02.2012 | 16:21

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ირანსა და აშშ-ის შორის შესაძლო კონფლიქტის და მასში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წარმოშობილ კითხვებს ჰიპოთეტურს უწოდებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვერ დაადასტურებს ინფორმაციას, რომ თუ ირანთან დაკავშირებით გაერო რეზოლუციას მიიღებს, საქართველოც ვალდებულია, რეზოლუცია შეასრულოს და ვერც იმას იტყვის, თითქოს ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა არც საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის და არც ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დროს. 
„რაც შეეხება ასეთ ჰიპოთეტურ კითხვას - რა მოხდება, თუ იქნება კონფლიქტი და თუ ამ კონფლიქტში გაერო მიიღებს შესაბამის რეზოლუციას, ასეთ კითხვებზე, როგორც წესი, პასუხს არ ცემენ და არც მე გავცემ. თუმცა, ისევ ვიმეორებ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.