საქართველო-გერმანიის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

Written By giorgi on 06.02.2012 | 16:21

გერმანიაში, მიმდინარე კვირას საქართველო-გერმანიის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. როგორც დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება.

ვაშაკიძის თქმით, კონსულტაციებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სერგი კაპანაძე და თორნიკე გორდაძე მიიღებენ მონაწილეობას.
„განხილული იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები", _ განაცხადა ვაშაკიძემ.