კომპანია Suzuki 2012 წლის მარტში ჟენევის 82–ე ავტოსალონზე წარმოადგენს თავის უკანასკნელ ტექნოლოგიებსა და სიახლეებს კომპაქტური ავტომობილების წარმოების სფეროში, რომლებიც მოდელებში G70–სა და Swift Range Extender–ში იქნა რეალიზებული.
ავტოშოუზე G70–ის ევროპული პრემიერა გაიმართება – ესაა მომავლის კომპაქტური ავტომობილი, რომლის დებიუტიც ტოკიოში, 2011 წელს Regina–ს სახელით შედგა. მანქანის წონა მხოლოდ 730 კილოგრამს შეადგენს, შემცირებულია СO2–ის გამონაბოლქვი.
Suzuki–ს კიდევ ერთი სიახლეა Swift Range Extender–ი, რომლის გარბენის მარაგი მხოლოდ ბატარეების ენერგიაზე 30 კილომეტრია. მაქსიმალური მანძილის გაზრდა შესაძლებელია, თუკი იმავდროულად ბენზინის ძრავიც იმუშავებს, რომელიც აკუმულატორის დამუხტვისთვის გამოიყენება.
ელექტრომობილებისგან, რომლებიც მხოლოდ ელექტროენერგიაზე არიან დამოკიდებულნი, Swift Range Extender–ს უფრო მცირე ზომის აკუმულატორი გამოარჩევს, რომელიც მალე იმუხტება, ნაკლებს იწონის და ნაკლებ ენერგორესურსებს მოიხმარს. ამასთან, იაფიც ღირს.
