"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალი ტიპის American Express-ის ბართს შესთავაზებს.
American Express Business-ის შესხებ ხვალ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური პრესკონფერენციას ისაუბრებს.
American Express Business-ის შესხებ ხვალ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური პრესკონფერენციას ისაუბრებს.
"საქართველოს ბანკმა" American Express-თან ერთად საკრედიტო ბარათი პირველად 2009 წლის ნოემბერში გამოუშვა. ბაზარზე უკვე გამოსულია American Express Gold Card-ი, American Express Green Card-ი, American Express Blue Card-ი და American Express Rewards Card-ი.„American Express Card-ის მფლობელი შეუძლია გახდეს ყველას, ვისი შემოსავალიც 300 ლარი ან მეტია. ბარათით თანხის დახარჯვისას 55 დღის განმავლობაში მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი არ დაერიცხება,“ - განმარტავენ „საქართველოს ბანკში.“
