Показаны сообщения с ярлыком ბიზნესი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ბიზნესი. Показать все сообщения

სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება

Written By giorgi on 07.02.2012 | 08:32


სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში 1 632 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს - საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს.
ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში ითვლება, რომ თუ სურსათზე დახარჯული თანხა საერთო შემოსავლის მესამედზე მეტია, მაშინ ეს ოჯახი ღარიბია.
არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყანაში სიღარიბის დონეს ადგენენ. ერთ-ერთია საარსებო მინიმუმის საშუალო ხელფასთან თანაფარდობა. ასეთ ქვეყნებში ღარიბად ითვლება ის, ვისი საშუალო ხელფასიც საარსებო მინიმუმის ნახევარს ან ნაკლებს შეადგენს. ჩვენთან კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ის ადამიანები, ვისაც რეალური შემოსავალი არ აქვთ, სახლში კი ნაჩუქარი სატელიტური ანტენა უყენიათ, შეფასების მაღალ მაჩვენებელს იღებენ.
2011 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ხორცი, საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს თან არ ახლავს ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია, ასეთ ვითარებაში ვერ იქნება საუბარი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაჯანსაღებაზე.
ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, დღეს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს და ის უკვე წლებია სისტემატურად იზრდება.
ექსპერტ ავთო სილაგაძის შეფასებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება, რთულია იმის დაჯერება, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება.  
2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 150 ათასი ადამიანით შემცირდა. თუმცა, სპეციალისტების გათვლებით, ეს მაჩვენებელი არარეალურია, რადგან დათვლის მეთოდიკაში ინფლაციის მაჩვენებელი განსაზღვრული არ არის. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არსებულ ინფლაციაში 30-40% სასურსათო კალათაზე მოდის, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე საუბარი არარეალურია.
08:32 | 0 коммент. | Read More

ბიზნეს გეგმის შემადგენლობა

Written By giorgi on 06.02.2012 | 15:50



ნებისმიერი შემოთავაზებული ბიზნეს გეგმის ფორმა იძლევა მხოლოდ ზოგად წარმოდგენას. ყოველ ბიზნესს კი აქვს თავისებურებანი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება არსებობდეს ყოველი შემთხვევისათვის გამოსადეგი რაღაც სტანდარტული გეგმა. არსებობს ნებისმიერი ბიზნეს გეგმის შედგენის ერთი პრინციპი: ის ყოველთვის უნდა იყოს მოკლე. მართალია, ზოგჯერ პრობლემის ადეკვატურად ასახსნელად საჭიროა, უფრო ვრცელი მასალა, მაგრამ ამავე დროს მკითხველს არ უნდა შეუნელდეს ინტერესი, არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული. პროექტების უმრავლესობისათვის საკმარისია 10-20 გვერდის მოცულობა. წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შინაარსი არის მხოლოდ სქემა, ამიტომ საკუთარი ბიზნეს გეგმის შედგენისას ის თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ყველა მთავარი მომენტი მაინც უნდა აისახოს. ამიტომ მის შედგენას სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ.
1. რეზიუმე1.1 გეგმის მიზანი;
1.2 ფინანსირების საჭიროება, მისი დანიშნულება და მიზანი;
1.3 ბიზნესის და მისი სამიზნე მომხმარებლის მოკლე აღწერა;
რით განსხვავდება თქვენი ბიზნესი კონკურენტებისგან;
კონკრეტულად რამ უნდა აღძრას ნდობა თქვენი ბიზნესისადმი
(საანგარიშო მასალები, ხელმძღვანელის კვალიფიციურობა და ა.შ.);
ამონარიდები ძირითადი ფინანსური მონაცემებიდან.
2. მიზნები და ამოცანები.
2.1 იდეის ანალიზი
2.2 საქმიანობის ძირითადი მამართულებები და მიზნები;
2.3 წარმოების დარგების დახასიათება.
3. პროდუქტი (მომსახურება)
3.1  პროდუქციის (მომსახურების ) აღწერა და გამოყენება;
3.2 განმასხვავებელი ნიშან-თვისებები და უნიკალობა;
3.3 თქვენი ბიზნესისათვის საჭირო ტექნოლოგია და კვალიფიკაცია;
ლიცენზია/ საპატენტო უფლებები;
3.4 პოტენციალი.
4. ბაზრის ანალიზი
4.1 მყიდველი;
4.2 კონკურენტები (მათი ძლიერი და სუსტი მხარეები);
4.3 ბაზრის სეგმენტები;
4.4 ბაზრის ტევადობა და მისი ზრდის შესაძლებლობა;
4.5 შეფასებითი დონე ბაზარზე;
4.6თქვენი კლიენტურის შემადგენლობა;
4.7 კონკურენციის გავლენა
5. მარკეტინგული გეგმა
5.1 მარკეტინგული განლაგება (პროდუქციის /მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა)- პროდუქციის /მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების შედარება კონკურენტებისაზე?
5.2 ფასწარმოქმნა;
5.3 საქონლის გავრცელების სქემა;
5.4 გაყიდვების სტიმულირების მეთოდები.
6. წარმოების გეგმა
6.1 სათავსოების და ფართების განლაგება;
6.2 აღჭურვილობა;
6.3 ძირითადი მასალებისა და აღჭურვილობების მოწოდების
წყაროები;
6.4 ქვემოიჯარეების გამოყენება.
7. მმართველი პერსონალი
7.1 ძირითადი ხელმძღვანელი გუნდი;
7.2 მმართველი გუნდის ანაზღაურება /წახალისება;
7.3. პერსონალის შემადგენლობის რაოდენობის განსაზღრვის დასაბუთება.
8. საჭირო სახსრების მოცულობა და მიღების მოსალოდნელი წყარო
8.1 საჭირო სახსრების მოცულობა;
8.2 საიდან ვარაუდობთ ამ თანხის მიღებას, რა ფორმით და რა ვადებში;
8.3   თანხების დაბრუნების ვადები.
9. ფინანსური გეგმის ძირითადი პუნქტები და რისკების შეფასება.
9.1 გაყიდვების მოცულობა, მოგება, თვითღირებულება და ა.შ.
9.2 რისკი და მისი თავიდან აცილების ხერხები.
10. დეტალური ფინანსური გეგმა (ბიუჯეტი)
10.1 გაყიდვების მოცულობის პროგნოზი;
10.2  შემოსავლისა და ზარალის შეფასება;
10.3  ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი (პირველ წელს-ყოველთვიური,
შემდგომში-ყოველკვარტალური);
10.4 წლიური საბალანსო უწყისი.
15:50 | 0 коммент. | Read More

ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ გადის


ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ გადის. ამის შესახებ commersant.ge-სთან თაფლის მწარმოებლები საუბრობენ, მიზეზად კი სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს  ასახელებენ.
,,სერთიფიკატის აღება ძალიან რთულია, იმისთვის, რომ თაფლი ექსპორტზე გაიტანო, სპეციალური, თაფლის გადამამუშავებელი ბაზის შექმნაა საჭირო,” - აცხადებს კომპანია ,,ფეფეს” დირექტორი გიორგი ტატიშვილი. თაფლის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა ,,ქესკიასაც”. კომპანიის დირექტორის ფრიდონ კოდუას განცხადებით, მართალია მათ პროდუქციის დიდი რაოდენობა აქვთ, მაგრამ რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
კომპანია უკვე დიდი ხანია თაფლის უცხოურ ბაზარზე გატანას ცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. ქართული თაფლის რეალიზაციის ფონზე კი ბაზარზე  იმპორტირებული თაფლის წილი იზრდება. 2010 წელს ქვეყანაში 20,1 ათას დოლარის ღირებულების თაფლი შემოვიდა, ხოლო 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 70 ათას დოლარს მიაღწია.
იმპორტირებული თაფლის წილის ზრდას შ.პ.ს ,,მეთაფლიას” დამფუძნებელი კახაბერ ზიქარაშვილი ასე ხსნის: ,,იმპორტირებული თაფლი გაცილებით იაფი ღირს, უცხოური კომპანიები უცხო ბაზრებზე თავის დამკვიდრებას სწორედ დაბალი ფასით ახერხებენ.”
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველომ 2011 წელს თაფლის ექსპორტი 60,8 ათას დოლარამდე გაზარდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 13,9 ათასი დოლარით აღემატება. ზირაქაშვილის განმარტებით, უცხოეთში ქართული თაფლი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ერთი კილოგრამი წაბლის თაფლის ფასი ქართულ ბაზარზე 14, 50 თეთრია, ხოლო სტამბულში 35 დოლარი.
15:41 | 0 коммент. | Read More

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ ბარათს - American Express Business-ს შესთავაზებს


"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალი ტიპის American Express-ის ბართს  შესთავაზებს.
American Express Business-ის შესხებ ხვალ "საქართველოს ბანკის"  გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური პრესკონფერენციას ისაუბრებს.
"საქართველოს ბანკმა" American Express-თან ერთად საკრედიტო ბარათი პირველად 2009 წლის ნოემბერში გამოუშვა. ბაზარზე უკვე გამოსულია American Express Gold Card-ი, American Express Green Card-ი, American Express Blue Card-ი და American Express Rewards Card-ი.„American Express Card-ის მფლობელი შეუძლია გახდეს ყველას, ვისი შემოსავალიც 300 ლარი ან მეტია. ბარათით თანხის დახარჯვისას 55 დღის განმავლობაში მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი არ დაერიცხება,“ - განმარტავენ „საქართველოს ბანკში.“
15:32 | 0 коммент. | Read More

რით გააოცეს ქართველებმა დავოსი და ვისი ფეხი აღარ იქნება იქ?

დავოსი შვეიცარიის ალპებში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტია, სადაც ყოველ წელიწადს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. გამონაკლისი არც 2012 წელი ყოფილა: 26 იანვარს მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ეკონომისტები დავოსში შეიკრიბნენ. ფორუმს 40 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. საქართველოდან მასში მონაწილეობდა სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა. წლევანდელ ფორუმს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია: გლობალური ეკონომიკური კრიზისის შიშით გათანგულ ევროპელებს ცივი წყალი გადაასხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც მსოფლიოს გასაგონად თქვა: გერმანია არ აპირებს ზედმეტი ვალდებულებების აღებას ევროზონის ქვეყნების მიმართო, ხოლო თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან კამათის შემდეგ ფორუმი დემონსტრაციულად დატოვა და განაცხადა, დავოსში ჩემი ფეხი აღარ იქნებაო!... რით გააოცეს ცნობილი ეკონომიკური ფორუმი ქართველებმა? - ოპტიმიზმითა და საქართველოს წინსვლაზე საუბრით. როგორ შეიძლება შეფასდეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგები? - ეს კითხვა ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა ბერიძეს დავუსვით:

- დავოსის ფორუმი უმნიშვნელოვანესი თავყრილობაა, ეს არის ავტორიტეტული ფორუმი, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია შვეიცარიელი პროფესორი კლაუს შვაბი. წელს უკვე 42-ე ფორუმი ჩატარდა. ამ შეკრებაზე თავს იყრის ბევრი პიროვნება, რომელსაც სიტყვა ეთქმის და რომლის აზრიც საინტერესოა გლობალური თუ ლოკალური ამოცანების გადასაჭრელად. 

- ბატონო ვაჟა, თუ ესწრებოდნენ ფორუმს კრიტიკულად განწყობილი ქართველი ეკონომისტები და ექსპერტები? 
- როგორც ვიცი, არა. თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საქართველოს ხმა ამ ფორუმზე არასოდეს ყოფილა შესამჩნევი და მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობას, პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს აქვთ კი სათქმელი და შესათავაზებელი ამ თავყრილობისათვის გარდა რეფორმებისა, რომელიც პიარს უფრო ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტ რეფორმებს? თანაც, ამ ფორუმის მონაწილეებს, ვგულისხმობ ბატონ გილაურს და ქალბატონ ქობალიას, ჩვენი საზოგადოებისათვის არ აუხსნიათ, რა რეფორმები ჩაატარეს, ეკონომიკის სფეროში და რა შედეგები მივიღეთ. ეს ჩვენც არ ვიცით და საინტერესოა, რით უნდა მოხიბლოს ჩვენმა მთავრობამ მსოფლიო - მტკვარზე გადებული ხიდით თუ საეჭვო, არაფრის მომცემი პროექტებით? ეკონომისტმა უნდა გააკეთოს საფუძვლიანი ანალიზი იმისა, რაც ხდება, ამიტომ კარგი იქნებოდა, ამ ფორუმს დასწრებოდნენ, მაგალითად: ლადო პაპავა, ირაკლი კოვზანაძე, ემზარ ჯგერენაია და სხვა ქართველი ეკონომისტები, რომლებიც საფუძვლიანად იცნობენ არა მარტო ქართული საფინანსო-ეკონომიკური სისტემის თავისებურებებს, არამედ გლობალურ პრობლემებსაც. ქართული სამთავრობო დელეგაციის ყოფნა დავოსის ფორუმზე მხოლოდ სიმბოლურ აქტად მიმაჩნია. თუ გვინდა, ჩვენი ფსევდორეფორმები "შევასაღოთ" მსოფლიოს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად ჩვენ შესათავაზებელი ამ თავყრილობისათვის არაფერი გვქონია. იქ ისეთი გლობალური საკითხები განიხილეს, რომელზეც მშვენიერ ქალბატონ ქობალიას თვალსაზრისი არც უნდა ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისს ქართველი საზოგადოება არ იცნობს.

- დავოსში ჩვენმა დელეგაციამ გამართა პრეზენტაცია, სადაც ბატონმა გილაურმა საქართველო ასეთი ეპითეტით შეამკო: "ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს პირველ ოცეულშია საუკეთესო ბიზნესგარმოსა და პოლიტიკური გამჭვირვალობის მხრივ"...
- მაქვს პატივი, ვიცნობდე ბატონ გილაურს. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წევრები ვიყავით 1990-იანი წლების დასაწყისში. ბატონი ნიკა გილაური კარგი პიროვნებაა, ბეჯითი და ნიჭიერი, მაგრამ არ არის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელი. უკეთეს შემთხვევაში ის გახლავთ ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე და ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი განხორციელებული ცვლილებებისა, რომლებსაც ისინი რეფორმებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, ნიკა გილაურის განცხადებები პროპაგანდისტული მესიჯებია და სხვა არაფერი. როგორ შეიძლება იმ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ქება, სადაც საქმიან ადამიანს არ შეუძლია წავიდეს ევროპაში, იპოვოს საქართველოში ინვესტიციების ჩადების მოსურნე პიროვნება, ჩამოიყვანოს და საქმე დააწყებინოს, თუ არა აქვს ნებართვა ხელისუფლების მაღალი ეშელონებისაგან? ვინმემ დამისახელოს ერთი მაგალითი, როდესაც ერთი, თუნდაც საშუალო მასშტაბის კერძო ინვესტიცია ისე განხორციელდა, რომ მას არ "კრიშავდნენ" ხელისუფლების გავლენიანი პირები? ჩვენ არ გვაქვს ღია ბაზარი, კარგახსნილი ეკონომიკა, აქ არ შეუძლია შემოსვლა საქმის მკეთებელ ადამიანს, ის აუცილებლად ვინმემ უნდა შემოიყვანოს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი საინვესტიციო გარემოზე და ჩვენი ეკონომიკის თავისუფლებაზე, გადაჭარბებულად მიმაჩნია. 

- ბატონმა გილაურმა რამდენიმე ციფრი დაასახელა. მათ შორის ის, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6,5 პროცენტით განისაზღვრა. 
- ადრეც მითქვამს, რომ მსგავსი ციფრების ნდობა ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სიარულს ჰგავს, ვინაიდან ეს ციფრები ჩვენი სტატისტიკის უწყების მონაცემებს ემყარება. ამ ციფრების მიხედვით მსჯელობას ვერ დავიწყებ, რადგან ისინი მიღებულია სამთავრობო უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის კეთილსინდისიერებაშიც ეჭვი მეპარება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება იმდენი პროცენტით, რამდენითაც ხელისუფლების პირველი პირები და ჩვენი მთავარი ეკონომიკური სტრატეგი, ბატონი ბენდუქიძე მოისურვებენ. 
დავოსის ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ უნდა დაძლიონ უთანაბრობა დასავლეთსა და განვითარებად, მშიერ სამყაროს შორის, როგორ გაზარდონ მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კატასტროფულად დაბალია. აი, ამ წინააღმდეგობებზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის მთავარი და არა ის, თუ ღვთისა და კაცისაგან მიტოვებული კავკასიის ავტორიტარი მმართველები რას იტყვიან და რით მოიწონებენ თავს. როდესაც ევროპა ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე ფიქრობს, საოცარ წარმატებებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რასაკვირველია, ენამზეობაში მათ არც ქართველები ჩამორჩებიან, თუმცა მკითხველი, ალბათ, დამეთანხმება, რომ მთავარი რეალობაა და არა ციფრები.
11:47 | 0 коммент. | Read More