საქართველო როგორც ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშე?!

Written By giorgi on 06.02.2012 | 15:38

ალბათ, გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად, ვაშინგტონში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრა უნდა ჩაითვალოს. სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შესახებ ქართულ და უცხოურ მედიაშიც ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა, განსხვავებული სტილითა და ჟანრში. ქართული შეფასებები, ტრადიციულად, დიამეტრულად განსხვავებული იყო, - თუ პროსახელისუფლებო მოსაზრებებს დავუჯერებთ, ობამას ერთადერთი მიზანი საქართველოს უპირობო მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის შეჩერება გახლდათ, შეხვედრას კი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში არნახული გარღვევები მოჰყვა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაში. აკი განაცხადა კიდეც მიხეილ სააკაშვილმა, ამდენი კონკრეტული შედეგით თეთრი სახლიდან არასოდეს გამოვსულვარო. სამაგიეროდ, ქართულმა ოპოზიციამ არ დაიზარა და ეს ტიტანური მიღწევები წყალში ჩაყარა. ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ოფიციალურ ვაშინგტონს თავდაცვის სფეროზე ხმაც არ ამოუღია.

მიუხედავად ამისა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და რუსულ პრესაში რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის განცხადება გავრცელდა, - თუ ამერიკა საქართველოს რაიმე ტიპის შეიარაღებას მიაწვდის, ამიერკავკასიის რეგიონში უთუოდ დესტაბილიზაცია დაიწყებაო. გაცილებით გაწონასწორებული იყო უცხოური მედია, რომელიც ხშირად პირდაპირი შეფასებებისგან თავს იკავებს და ფაქტების კონსტატაციას სჯერდება. თუმცა, სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მიმომხილველმა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მხარდაჭერაზე და როგორც რუსულ-ამერიკული, ისე ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ ეტაპზე ისაუბრა. ასეა თუ ისე, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ვიზიტისთვის საფუძვლიანად იყო მომზადებული და ეს არა მხოლოდ თეთრ სახლში გამართულ უმაღლესი დონის მიღებაზე ითქმის: მსოფლიო ბანკის ოფისსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებზე, ასევე სხვადასხვა პოლიტოლოგიურ ინსტიტუტში პროგრამით გათვალისწინებული გამოსვლებისას, ამერიკული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში საქართველოს პრეზიდენტს თავი და ფანტაზია არ დაუზოგავს და ეშხში შესულმა მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოში მილიონი რუსი ტურისტის ჩამოსვლაც კი დააანონსა, რაზეც, უცნობია, ზრდილობისა თუ არაინფორმირებულობის გამო, ამერიკულ აუდიტორიას წარბიც კი არ შეუხრია.

ცხადია, საქართველოში მსჯელობის საგანი გახდა ობამას განცხადებაც "ხელისუფლების ფორმალურად გადაცემის" თაობაზე. ჩვენ ხომ ყველაფრის ჰიპერბოლიზაცია გვიყვარს, არადა, ალბათ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ის თქვა, რისი თქმაც უნდოდა, - იმედია, ქართველები ამჯერად მაინც არ ირბენთ ავტომატებითა და ვარდებით, სასურველ ხელისუფლებას კანონიერი და სამართლიანი არჩევნებით აირჩევთო.
რუსეთში განვითარებული მოვლენები კი უფრო და უფრო ემსგავსება საქართველოს უახლოეს ისტორიას: მოსკოვში მიტინგები უკვე პარალელურ რეჟიმში იმართება, - აქეთ პუტინის მხარდამჭერები იკრიბებიან, იქით - ოპოზიციისა. ცხადია, პუტინის მხარდამჭერებს ავტობუსებისა და ადმინისტრაციული რესურსის სახით "მცირე" სტიმული აქვთ.…

დაწვრილებით ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:


- ობამა-სააკაშვილის შეხვედრა საქართველოში კარდინალურად განსხვავებულად შეფასდა: ხელისუფლება არნახულ წარმატებებზე ლაპარაკობს, ოპოზიცია კი გაფრთხილებაზე, რომელიც სააკაშვილმა ამერიკელი "უფროსი" კოლეგისგან არჩევნების საკითხზე მიიღო. აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა თავად შეხვედრის ორგანიზებაზეც, - ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერად და რუსეთის გაფრთხილებად იქნა განმარტებული, მეორე მხრივ კი ითქვა, რომ სააკაშვილის ოვალურ კაბინეტში მოხვედრა საქართველოს ხელისუფლებისა და ლობისტური კომპანიების დიდი ძალისხმევის შედეგია.
- ყველაფერთან ერთად, ვფიქრობ, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგიც. მეორე მხრივ, რაც ითქვა შეხვედრამდე და რაც შეხვედრის შემდგომ თქვა ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ორივე ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეხებოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მომავალ როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებსაც

15:38 | 0 коммент. | Read More

იბრაჰიმოვიჩი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


იტალიური “მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს უახლოეს სამ მატჩს გამოტოვებს. Football Italia-ს ცნობით, 30 წლის შვედი “ნაპოლისთან” იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში (0:0), სალვატორე არონიკასთვის ხელის გარტყმისთვის დაისაჯა. 
ამგვარად, იბრაჰიმოვიჩი “როსონერის” “უდინეზესთან”, “ჩეზენასთან” და “იუვენტუსთან” მატჩებში ვერ დაეხმარება. 
15:36 | 0 коммент. | Read More

ჟენევის ავტოსალონზე Suzuki ორ კომპაქტურ სიახლეს წარმოადგენს


კომპანია Suzuki 2012 წლის მარტში ჟენევის 82–ე ავტოსალონზე წარმოადგენს თავის უკანასკნელ ტექნოლოგიებსა და სიახლეებს კომპაქტური ავტომობილების წარმოების სფეროში, რომლებიც მოდელებში G70–სა და Swift Range Extender–ში იქნა რეალიზებული.
ავტოშოუზე G70–ის ევროპული პრემიერა გაიმართება – ესაა მომავლის კომპაქტური ავტომობილი, რომლის დებიუტიც ტოკიოში, 2011 წელს Regina–ს სახელით შედგა. მანქანის წონა მხოლოდ 730 კილოგრამს შეადგენს, შემცირებულია СO2–ის გამონაბოლქვი.
Suzuki–ს კიდევ ერთი სიახლეა Swift Range Extender–ი, რომლის გარბენის მარაგი მხოლოდ ბატარეების ენერგიაზე 30 კილომეტრია. მაქსიმალური მანძილის გაზრდა შესაძლებელია, თუკი იმავდროულად ბენზინის ძრავიც იმუშავებს, რომელიც აკუმულატორის დამუხტვისთვის გამოიყენება.
ელექტრომობილებისგან, რომლებიც მხოლოდ ელექტროენერგიაზე არიან დამოკიდებულნი, Swift Range Extender–ს უფრო მცირე ზომის აკუმულატორი გამოარჩევს, რომელიც მალე იმუხტება, ნაკლებს იწონის და ნაკლებ ენერგორესურსებს მოიხმარს. ამასთან, იაფიც ღირს.
15:34 | 0 коммент. | Read More

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალ ბარათს - American Express Business-ს შესთავაზებს


"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ახალი ტიპის American Express-ის ბართს  შესთავაზებს.
American Express Business-ის შესხებ ხვალ "საქართველოს ბანკის"  გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური პრესკონფერენციას ისაუბრებს.
"საქართველოს ბანკმა" American Express-თან ერთად საკრედიტო ბარათი პირველად 2009 წლის ნოემბერში გამოუშვა. ბაზარზე უკვე გამოსულია American Express Gold Card-ი, American Express Green Card-ი, American Express Blue Card-ი და American Express Rewards Card-ი.„American Express Card-ის მფლობელი შეუძლია გახდეს ყველას, ვისი შემოსავალიც 300 ლარი ან მეტია. ბარათით თანხის დახარჯვისას 55 დღის განმავლობაში მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი არ დაერიცხება,“ - განმარტავენ „საქართველოს ბანკში.“
15:32 | 0 коммент. | Read More

ბიძინა ივანიშვილი - ხმების დასაცავად ქუჩაშიც დავდგებით

ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხმების დასაცავად ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს.
„იმ შემთხვევაში, თუ 20 და 30 პროცესტის გაყალბება მოინდომა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევაში ჩვენ ანგელოზები ვერ ვიქნებით. დიახ, ქუჩაშიც დავდგებით და ხმებსაც დავიცავთ. კანონით განსზღვრული ყველა მეთოდით დავიცავთ ჩვენს ხმებს", - აცხადებს „ქართული ოცნების" ლიდერი გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ თავად მოუწოდებს, თუმცა, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, ეს არ იქნება ქუჩიდან ხელისუფლების ძალით დამხობა.
„ხალხი თავის ხმებს თავად დაიცავს და აჩვენებს მთელ მსოფლიოს, ვინ მოიგებს არჩევნებს", - დასძენს ივანიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ არც ამერიკა და არც ევროპა ხელს არ მოაწერენ საქართველოში არჩვენების გაყალბების მორიგ პრეცენდენტს.
„ხუთპროცენტიანი ცდომილებისგან დაზღვეულები არ ვართ, მაგრამ „ნაცმოძრაობა" ოცი პროცენტით ვერავითარ შემთხვევაში გააყალბებს საარჩევნო შედეგებს", - აცხადებს ივანიშვილი.


15:30 | 0 коммент. | Read More

Sweet.GE

ყველაზე რეიტინგული ქარტული ბლოგი
13:20 | 0 коммент. | Read More

რაგბისტები კაიფში;;;;DD


13:14 | 0 коммент. | Read More

ინტერნეტ ბიზნესი




ელ. წიგნი ინტერნეტ ბიზნესის შესახებ..
 მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.






                 გადმოწერა

13:12 | 0 коммент. | Read More

Invisible IP Map v.2.9



ყველა კომპიუტერს ინტერნეტში ჩართვისას გააჩნია IP მისამართი, მაგრამ ამ მისამართის დასამალად არსებობს გამოსავალი. პროგრამა Invisible IP Map საშუალებას მოგცემთ ხელის მარტივი მოძრაობით დამალოთ თქვენი IP მისამართი, რომელიც შემდგომ გახდება ყველასათვის ამოუცნობი.


13:10 | 0 коммент. | Read More

ანი სირაძე ლონდონში თხოვდება

ამ ქალაქში არავის გათხოვების და დაშორების ამბავი არ იმალება. მცირე ხნის წინ გავიგე, ანი სირაძე თხოვდებაო და ძალიანაც გამიკვირდა. ანი ჯერ სკოლის მოსწავლეა და სულ რამდენიმე თვის წინ ინტერვიუებში ამბობდა, დაახლოებით ხუთი წელი მაინც არ გავთხოვდებიო. ჩემი ინფორმაციის წყარო კი დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ ანიმ გათხოვება საბოლოოდ გადაწყვიტა. 

ბევრი რომ არ მემარჩიელა, ავდექი და ანის დავუკავშირდი. მომღერალმა ჯერ გაიკვირვა, საიდან გაიგეო, მკითხა და მერე დაადასტურა ეს ამბავი. მომიყვა თავისი სიყვარულის ამბავსაც, მაგრამ ბიჭის ვინაობა არაფრით არ გამიმხილა. თუმცა ბუკლიკო დატრიალდა, რომ გამერკვია, რა ერქვა "ჯეოსტარელის" შეყვარებულს. ყველაფერს ახლავე დაწვრილებით მოგიყვებით. 

ანის შეყვარებული ლაშა ასათიანი ლონდონში, კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. მამამისი დიპლომატია. ლაშა ოჯახთან ერთად, ლონდონში ექვსი წლიდან ცხოვრობს. ძალიან უნდა, რომ ქართველი გოგონა მოიყვანოს ცოლად. ანი სირაძე "ჯეოსტარში" მოეწონა. მოგვიანებით ინტერნეტში გაიცნო და მისწერა. ანის არც სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ინტერნეტით ვინმე შეჰყვარებოდა, მაგრამ ასე მოხდა. 

ახალ წელს, ლაშა თბილისში ჩამოვიდა და ანის სახლში ბეჭდით მიადგა, მაგრამ მომღერალმა უარი უთხრა საჩუქრის მიღებაზე. ანის უნდა, ჯერ სკოლა დაამთავროს და მერე გაჰყვეს ლაშას ლონდონში. ფიქრობს, რომ მისი კარიერისთვის ძალიან კარგი იქნება ინგლისში წასვლა. ლაშა ძალიან მოსწონს, პირველ რიგში ჩაცმის სტილითა და განათლებით. თავისი ასაკი არ აფიქრებს. დარწმუნებულია, რომ ლაშა მას მთელი ცხოვრება საუკეთესო მეგზურობას გაუწევს. 

DJ ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
13:08 | 0 коммент. | Read More

იაპონელებმა „გონიერი ყურსასმენები“ შექმნეს


იაპონელმა მკვლევარებმა სტერეოფონური ყურსასმენები წარმოადგინეს, რომლებიც არ არის გაყოფილი „მარჯვენა“ და „მარცხენა“ ყურებად. გამოცემა New Scientist–ის ინფორმაციით, ერთ–ერთ მათგანში სპეციალური მოწყობილობაა ჩამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლის ყურის ნიჟარამდე მანძილს ზომავს.

ზომის საფუძველზე კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომელ ყურში მდებარეობს თითოეული სადები, და აუდიოარხებიც შესაბამისად ნაწილდება.
მოწყობილობას შეუძლია გამოავლინოს სიტუაცია, როდესაც ყურსასმენების წყვილს ორი ადამიანი გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში არხები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის და თითოეული მომხმარებელი მუსიკალური ნაწარმოების „სრულფასოვან“ ვარიანტს ისმენს.
მოწყობილობას Universal Earphones–ი („უნივერსალური ყურსასმენები“) ეწოდება და მის შესახებ ავტორები უფრო დეტალურად ისაუბრებენ კონფერენციაზე Intelligent User Interfaces–ი, რომელიც ლისაბონში თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.
ავტორთა გეგმებში ასევე შედის ისეთი ყურსასმენების გამოშვება, რომელთა ყურებიდან გამოღების შემდეგ მუსიკა ავტომატურად პაუზდება.

13:06 | 0 коммент. | Read More

IFFHS: ბოლო 21 წლის საუკეთესო მწვრთნელებში ქეცბაიაცაა


ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IFFHS) ბოლო 21 წლის საუკეთესო მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა. სულ 191 სპეციალისტია, რომლებსაც სხვადასხვა პოპულარული გამოცემებისგან საუკეთესოთა სიაში შესვლის (გამოკითხვებით) პატივი რგებიათ. 166-ე პოზიციაზეა თემურ ქეცბაია – საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი.
რეიტინგშია "ჯვაროსნების" ორი ყოფილი მწრთნელი: არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი 42-ე პოზიციაზეა, ხოლო გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი - 70-ეზე.
საუკეთესოა "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი მწვთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელსაც ლონდონის "არსენალის" ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი და მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ხელმძღვანელი ჟოზე მოურინიუ მოჰყვებიან.
აქვე, ოცეულიც:

1. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია) – 166
2. არსენ ვენგერი (საფრანგეთი) – 165
3. ჟოზე მოურინიუ (პორტუგალია) – 154
4. ფაბიო კაპელო (იტალია) – 135
5. გუს ჰიდინკი (ჰოლანდია) – 112
6. კარლო ანჩელოტი (იტალია) – 108
7. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) – 104
8. მარსელო ბიელსა (არგენტინა) – 101
ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) – 101
10. რაფა ბენიტესი (ესპანეთი) – 97
11. მარჩელო ლიპი (იტალია) – 88
12. ფრანკ რაიკარდი (ჰოლანდია) – 80
13. სვენ-იორან ერიქსონი (შვედეთი) – 79
14. იოახიმ ლიოვი (გერმანია) – 76
კარელ ბრიუკნერი (ჩეხეთი) – 76
16. კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილია) – 65
ოტმარ ჰიცფელდი (გერმანია) – 65
18. კარლოს დუნგა (ბრაზილია) – 62
რობერტო მანჩინი (იტალია) – 62
20. ოტო რეჰაგელი (საბერძნეთი) – 61
ჯოვანი ტრაპატონი (იტალია) – 61
42. ექტორ კუპერი (არგენტინა) – 29
70. კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია) – 18
166. თემურ ქეცბაია (საქართელო) - 4


ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებიდან ქეცბაიას უსწრებენ ოლეგ ბლოხინი (უკრაინა, 53-ე ადგილი), ალექსანდრ სტარკოვსი (ლატვია, 67-ე), ვალერი გაზაევი (რუსეთი, 86-ე) და ყურბან ბერდიევი (თურქმენეთი/ რუსეთი, 119-ე).
 
ილია ნანობაშვილი
13:04 | 0 коммент. | Read More

პროკურატურამ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა

კახეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროკურატურა სოფო ნიკოლაშვილს პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

კახეთის საოლქო პროკურორის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამ წუთებში მასთან ადვოკატი იმყოფება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, საღამოს ქალაქ გურჯაანში მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.
გიორგი სიბაშვილი ამჟამად შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა.
სოფო ნიკოლაშვილი 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ „კახეთის ხმა“-ში მუშაობდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფო ნიკოლაშვილის მამას დავით ნიკოლაშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, მომხდარის დეტალები მისთვის ჯერ უცნობია. დათო ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია გურჯაანში.
13:03 | 0 коммент. | Read More

ფეისლიფტირებული BMW X6 M

ბოლო დღეების განმავლობაში BMW-მ რამოდენიმე ახალი მოდელი და მათი ფეისლიფტირებული ვერსია წარადგინა, ამჯეად კი თქვენს წინაშეა X6 M-ის ფეისლიფტირებული ვერსია. ავტომობილი რომელმაც ძალიან მცირედი ცვლილებები განიცადა, დამატებული აქვს ცხაური და დიოდის ახალი მაშუქები. ასევე მცირეა ცვლილებები ინტერიერშიც, რომელსაც მხოლოდ ახალი ტყავის და სხვა მასალები დაემატა.  
ძალური დანადგარის სახით ავტომობილს გააჩნია ორმაგად ტურბირებული 4,4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავი, რომელიც მაქსიმალურ 555 ცხენისძალას და 680 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი სიმძლავრის და 6 საფეხურიანი M Sport ავტომატური კოლოფის დახმარებით 0-100 კმ/სთ-მდე 4,7 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ.შეზღუდულ 250 კმ/სთ-ს. 







12:59 | 0 коммент. | Read More

რით გააოცეს ქართველებმა დავოსი და ვისი ფეხი აღარ იქნება იქ?

დავოსი შვეიცარიის ალპებში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტია, სადაც ყოველ წელიწადს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. გამონაკლისი არც 2012 წელი ყოფილა: 26 იანვარს მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ეკონომისტები დავოსში შეიკრიბნენ. ფორუმს 40 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. საქართველოდან მასში მონაწილეობდა სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა. წლევანდელ ფორუმს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია: გლობალური ეკონომიკური კრიზისის შიშით გათანგულ ევროპელებს ცივი წყალი გადაასხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც მსოფლიოს გასაგონად თქვა: გერმანია არ აპირებს ზედმეტი ვალდებულებების აღებას ევროზონის ქვეყნების მიმართო, ხოლო თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან კამათის შემდეგ ფორუმი დემონსტრაციულად დატოვა და განაცხადა, დავოსში ჩემი ფეხი აღარ იქნებაო!... რით გააოცეს ცნობილი ეკონომიკური ფორუმი ქართველებმა? - ოპტიმიზმითა და საქართველოს წინსვლაზე საუბრით. როგორ შეიძლება შეფასდეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგები? - ეს კითხვა ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა ბერიძეს დავუსვით:

- დავოსის ფორუმი უმნიშვნელოვანესი თავყრილობაა, ეს არის ავტორიტეტული ფორუმი, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია შვეიცარიელი პროფესორი კლაუს შვაბი. წელს უკვე 42-ე ფორუმი ჩატარდა. ამ შეკრებაზე თავს იყრის ბევრი პიროვნება, რომელსაც სიტყვა ეთქმის და რომლის აზრიც საინტერესოა გლობალური თუ ლოკალური ამოცანების გადასაჭრელად. 

- ბატონო ვაჟა, თუ ესწრებოდნენ ფორუმს კრიტიკულად განწყობილი ქართველი ეკონომისტები და ექსპერტები? 
- როგორც ვიცი, არა. თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საქართველოს ხმა ამ ფორუმზე არასოდეს ყოფილა შესამჩნევი და მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობას, პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს აქვთ კი სათქმელი და შესათავაზებელი ამ თავყრილობისათვის გარდა რეფორმებისა, რომელიც პიარს უფრო ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტ რეფორმებს? თანაც, ამ ფორუმის მონაწილეებს, ვგულისხმობ ბატონ გილაურს და ქალბატონ ქობალიას, ჩვენი საზოგადოებისათვის არ აუხსნიათ, რა რეფორმები ჩაატარეს, ეკონომიკის სფეროში და რა შედეგები მივიღეთ. ეს ჩვენც არ ვიცით და საინტერესოა, რით უნდა მოხიბლოს ჩვენმა მთავრობამ მსოფლიო - მტკვარზე გადებული ხიდით თუ საეჭვო, არაფრის მომცემი პროექტებით? ეკონომისტმა უნდა გააკეთოს საფუძვლიანი ანალიზი იმისა, რაც ხდება, ამიტომ კარგი იქნებოდა, ამ ფორუმს დასწრებოდნენ, მაგალითად: ლადო პაპავა, ირაკლი კოვზანაძე, ემზარ ჯგერენაია და სხვა ქართველი ეკონომისტები, რომლებიც საფუძვლიანად იცნობენ არა მარტო ქართული საფინანსო-ეკონომიკური სისტემის თავისებურებებს, არამედ გლობალურ პრობლემებსაც. ქართული სამთავრობო დელეგაციის ყოფნა დავოსის ფორუმზე მხოლოდ სიმბოლურ აქტად მიმაჩნია. თუ გვინდა, ჩვენი ფსევდორეფორმები "შევასაღოთ" მსოფლიოს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად ჩვენ შესათავაზებელი ამ თავყრილობისათვის არაფერი გვქონია. იქ ისეთი გლობალური საკითხები განიხილეს, რომელზეც მშვენიერ ქალბატონ ქობალიას თვალსაზრისი არც უნდა ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისს ქართველი საზოგადოება არ იცნობს.

- დავოსში ჩვენმა დელეგაციამ გამართა პრეზენტაცია, სადაც ბატონმა გილაურმა საქართველო ასეთი ეპითეტით შეამკო: "ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს პირველ ოცეულშია საუკეთესო ბიზნესგარმოსა და პოლიტიკური გამჭვირვალობის მხრივ"...
- მაქვს პატივი, ვიცნობდე ბატონ გილაურს. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წევრები ვიყავით 1990-იანი წლების დასაწყისში. ბატონი ნიკა გილაური კარგი პიროვნებაა, ბეჯითი და ნიჭიერი, მაგრამ არ არის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელი. უკეთეს შემთხვევაში ის გახლავთ ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე და ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი განხორციელებული ცვლილებებისა, რომლებსაც ისინი რეფორმებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, ნიკა გილაურის განცხადებები პროპაგანდისტული მესიჯებია და სხვა არაფერი. როგორ შეიძლება იმ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ქება, სადაც საქმიან ადამიანს არ შეუძლია წავიდეს ევროპაში, იპოვოს საქართველოში ინვესტიციების ჩადების მოსურნე პიროვნება, ჩამოიყვანოს და საქმე დააწყებინოს, თუ არა აქვს ნებართვა ხელისუფლების მაღალი ეშელონებისაგან? ვინმემ დამისახელოს ერთი მაგალითი, როდესაც ერთი, თუნდაც საშუალო მასშტაბის კერძო ინვესტიცია ისე განხორციელდა, რომ მას არ "კრიშავდნენ" ხელისუფლების გავლენიანი პირები? ჩვენ არ გვაქვს ღია ბაზარი, კარგახსნილი ეკონომიკა, აქ არ შეუძლია შემოსვლა საქმის მკეთებელ ადამიანს, ის აუცილებლად ვინმემ უნდა შემოიყვანოს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი საინვესტიციო გარემოზე და ჩვენი ეკონომიკის თავისუფლებაზე, გადაჭარბებულად მიმაჩნია. 

- ბატონმა გილაურმა რამდენიმე ციფრი დაასახელა. მათ შორის ის, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6,5 პროცენტით განისაზღვრა. 
- ადრეც მითქვამს, რომ მსგავსი ციფრების ნდობა ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სიარულს ჰგავს, ვინაიდან ეს ციფრები ჩვენი სტატისტიკის უწყების მონაცემებს ემყარება. ამ ციფრების მიხედვით მსჯელობას ვერ დავიწყებ, რადგან ისინი მიღებულია სამთავრობო უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის კეთილსინდისიერებაშიც ეჭვი მეპარება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება იმდენი პროცენტით, რამდენითაც ხელისუფლების პირველი პირები და ჩვენი მთავარი ეკონომიკური სტრატეგი, ბატონი ბენდუქიძე მოისურვებენ. 
დავოსის ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ უნდა დაძლიონ უთანაბრობა დასავლეთსა და განვითარებად, მშიერ სამყაროს შორის, როგორ გაზარდონ მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კატასტროფულად დაბალია. აი, ამ წინააღმდეგობებზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის მთავარი და არა ის, თუ ღვთისა და კაცისაგან მიტოვებული კავკასიის ავტორიტარი მმართველები რას იტყვიან და რით მოიწონებენ თავს. როდესაც ევროპა ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე ფიქრობს, საოცარ წარმატებებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რასაკვირველია, ენამზეობაში მათ არც ქართველები ჩამორჩებიან, თუმცა მკითხველი, ალბათ, დამეთანხმება, რომ მთავარი რეალობაა და არა ციფრები.
11:47 | 0 коммент. | Read More